გუშინ სან სიროზე ნამდვილი დრამა შესდგა. ინტერმა პალერმოს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. პირველი გოლი მე-17 წუთზე მანტოვანიმ გაიტანა. ზუსტად 5 წუთში წონასწორობა დიეგო მილიტომ აღადგინა. 52 წუთზე მიკოლმა კვლავ წინ გაიყვანა პალერმო. ზუსტად 3 წუთში დიეგო მილიტომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით კვლავ გააწონასწორა ანგარიში. 61 წუთზე მილიტომ ჰეთრიკი შეასრულა და ინტერი წინ გაიყვანა. 66-ე წუთზე მიკოლმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:3 გახდა. ზუსტად 3 წუთში დიეგო მილიტომ პოკერი შეასრულა და ინტერი კვლავ გაიყვანა წინ, თუმცა საბოლოოდ მატჩს წერტილი მაინც მიკოლმა დაუსვა, რომელმაც 85-ე წუთზე ჰეთრიკის შესრულება შეძლო. "გუშინ დიდი სენსაცია მოხდა." - განაცხადა რანიერიმ მატჩის შემდეგ. "ეს იყო სანახაობრივი მატჩი და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც ასეთ რთულ თამაშში მიიღო მონაწილეობა." "შეხვედრა ფრედ დასრულდა, რის გამოც დამწუხრებული ვარ, თუმცა შედეგი ნამდვილად სამართლიანი იყო. ორივე გუნდმა უამრავი მომენტი შეჰქმნა და ორივე იმსახურებდა ქულას." "ინტერი - პალერმო - ეს იყო ფეხბურთის რეკლამა. ყველამ დაინახა ის თუ როგორი სანახაობა არის აქ."
|