კვირა, 22.12.2024, 22:18
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » თებერვალი » 24 » ინტერი - პრობლემები ბევრად სერიოზულია, ვიდრე ჩანს
17:57
ინტერი - პრობლემები ბევრად სერიოზულია, ვიდრე ჩანს



ცოტა ხნის წინ, მთელ იტალიას მოედო, ინტერის პატარა ქომაგის - ფილიპოს ისტორია. მან ინტერის ერთ-ერთ თამაშზე პლაკატი მოიყოლა თან, რომელზეც ეწერა: "მოიგეთ, თორემ სკოლაში დამცინიან." სამწუხაროდ ამ ბავშვისთვის ინტერმა ვერ მოიგო მატჩი და გარდა ამისა, მას გამოეხმაურნენ მილანის გულშემატკივრები, რომლებმაც მილანის თამაშზე პლაკატი გამოფინეს: "გააგრძელეთ მოგება, რათა ჩვენ გავაგრძელოთ ფილიპოს დაცინვა." გასაკვირი იყო, რომ მილანის ზრდასრულ ქომაგებს მეტი ტვინი არ აღმოაჩნდათ, ვიდრე 10 წლის ფილიპოს. ფილიპოსდა საუბედუროდ ინტერს საშინელი კრიზის უდგას.
კლაუდიო რანიერიმ თითქოს იპოვა ის ტაქტიკა, რომლითაც ინტერი უნდა ეთამაშებინა. მილანურმა გრანდმა დეკემბრის შუა რიცხვებიდან - იანვრის ბოლომდე ყველა თამაში მოიგო. ახლა კი უკანასკნელი 5 მატჩიდან, მხოლოდ 1 ქულის აღება მოახერხა. "სპორტივა დომენიკასთან" საუბარში რანიერი თითქოს თავს არიდებდა პრობლემებს: "მე როცა გუნდში მოვედი, ზედიზედ 7 მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ახლა ცოტა მოვუკელით". და ამის შემდეგ საეჭვო განცხადებას აკეთებს: "მე ვალდებული ვარ მივიღო გადაწყვეტილებები და მე ამას გავაკეთებ".

  ერთი შეხედვით ასე ჩანს, რომ ინტერის პრობლემების საწყისი უესლი სნეიდერის დაბრუნებაა. მას იმ შესანიშნავი 7 მატჩიდან არცერთში არ მიუღია მონაწილეობა. თუმცა, რანიერიმ ერთხელ ირიბად განაცხადა, რომ ის იძულებულია სნეიდერი ყოველთვის ათამაშოს ძირითადში. ჰოლანდიელი ვარსკვლავის ნაცვლად ზემოთხსენებულ მატჩებში რიკარდო ალვარესი თამაშობდა, რომელმაც ამ 7 მატჩიდან 6-ში მიიღო მონაწილეობა. ალვარესმა ერთი გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. რეალურად, ჰოლანდიელი უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელია და უფრო მეტი გამოცდილებაც აქვს. თუმცა, რიკარდო ალვარესი, რომ გაცილებით ეფექტური იყო, ამას ფაქტები ამტკიცებენ.

 რთულია ყველაფერი ერთ კაცს გადავაბრალოთ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერის ერთადერთი საშინაო გამარჯვება სნეიდერთან ერთად, შორეულ ოქტომბერში მოხდა, კიევოს წინააღმდეგ. სნეიდერმა წელს 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა (3-ჯერ სკამიდან ჩაერთო), გაიტანა 1 ბურთი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. უკანასკნელი ასისტი მან ოქტომბერში, იუვენტუსთან წაგებულ მატჩში მიითვალა.
მაგრამ, მარტო სნეიდერშიც ხომ არ არის საქმე. კლუბი გაურკვეველ გადაწყვეტილებებს იღებს. იმის ფონზე, რომ ინტერს საყრდენ ზონაში ჰყავს ასაკოვანი ესტებან კამბიასო, ბოლო წლებში არასტაბილური სტანკოვიჩი და გამოუცდელი პოლი, გუნდი ყიდის თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს - ტიაგო მოტას. როგორც შემდეგ ირკვევა, ეს რანიერის სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. იბადება კითხვა - რატომ? ამაზე პასუხი კი მხოლოდ მორატიმ და ბრანკამ იციან. ამას დამატებული ისიც, რომ მოტამ წელს ყველაზე მეტჯერ მოახერხა მეტოქე გუნდის ფებხურთელების პასების ჩაჭრა და ყველაზე მეტი "ქი" პასი გააკეთა და მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, მაიკონს ქონდა უფრო მეტი გადაცემა გაკეთებული საშუალოდ 1 მატჩში ვიდრე მოტას. მოტას წასვლამ მომენტალური შედეგი გამოიღო. 2010 წლის ტრებლის გამარჯვებულები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით კარგი თამაშით უკანა ხაზში. წელს კი ინტერმა 24 ტურში 33 ბურთი გაუშვა, მასზე მეტი იტალიაში მხოლოდ 5-მა გუნდმა გაუშვა. თუმცა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ინტერის მცველებზე კარგად მხოლოდ იუვენტუსის მცველები იხარჯებიან ანუ იუვენტუსის ფებხურთელები საშუალოდ 9.7 დარტყმის საშუალებას აძლევენ მეტოქეებს, ინტერისა კი 10.5-სას. მაგრამ იუვენტუსმა მთელი 19 ბურთით ნაკლები გაუშვა. ამ სტატისტიკას ჟულიო სეზარამდე მივყავართ. ბრაზილიელმა 22 ჩატარებულ მატჩში მხოლოდ 50 სეივი განახორციელა და 29-ჯერ მიიღო ბურთი კარში.
როგორც ხედავთ, პრობლემა მარტო სნეიდერში არ არის. სხვათაშორის, სნეიდერის შემთხვევაში შეგვიძლია უიღბლობაზეც ვისაუბროთ. ნოვარასთან "სან სიროზე" წაგებულ მატჩში ინტერმა სულ 9-ჯერ დაარტყა კარში, აქედან 7-ჯერ სწორედ სნეიდერმა. ამიტომ, პრობლემა უფრო სიღმისეულია. გაურკვეველი გადაწყვეტილებები რომელსაც ინტერის ხელმძღვანებლები იღებენ, მწვრთნელთან შეუთანხმებელი ტრანსფერები და ა.შ. დამატებული ამას ისიც, რომ ინტერის გაახალგაზრდავება მიდის, ეს კი ყოველთვის ძნელად გადასატანი პროცესია. გუნდს უკვე ჰყავს მომავლისთვის რამდენიმე კარგი ფებხურთელი, ნაგატომო, პოლი, ალვარესი. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ მომავლაში. მანამ კი ფილიპოს და "ნერაძურის" მრავალრიცხოვან ქომაგებს მოუწევთ ასეთი შესუსტებული და არასტაბილური ინტერის ყურება.

ნანახია: 628 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 nerazuri  
0
kai ra exla sneijders undat ro daabraloon?:Dmaags miyavs myteli gundi da ra sneijderi too...dacva gvyavs farchaki da xalxi gvyavs sayidi ai rashia probleba gamosirebulo morati....

2 inter  
0
caidzira interi raaa

3 interelia  
0
me tumkitxavt interis 95% dasashlelia

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter