მილანის ინტერის სასურველ ტრანსფერტა სიაში 40-მდე ფეხბურთელია, თუმცა კლუბს პრიორიტეტები აქვს დასახული და ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ამ ორი ფეხბურთელის გადაყვანაა: სლოვაკი მარეკ ჰამშიკი და ბელგიელი ედენ აზარი. footballitalia-ს ცნობით, ინტერი 40 მილიონ ევროს იხდის ლილის შემტევ აზარში, ამდენი კი საფრანგეთის ჩემპიონისთვის არავის შეუთავაზებია. აზარმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. და რაც შეეხება ნაპოლის ნახევარმცველ ჰამშიკს, კლუბები უკვე შეთანხმებულნი ყოფილან გარკვეულ თანხაზე და თუ ინტერი ამ ფულს გადაიხდის, სლოვაკი ფეხბურთელი მისი გახდება. მოკლედ, ინტერს პრიორიტეტული უფლებები ჰქონია ჰამშიკის ყიდვაზე.
ინაწერი – ინტერი ედენ აზარში 40 მილიონ ევროს იხდის
|