გერმანული ლევერკუზენის ნახევარმცველთ ინტერი დაინტერესდა. Calciomercato-ს ცნობით, ინტერი 24 წლის ბრაზილიელის ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულის სატრანსფერო სეზონის პირველივე დღეებიდან დაიწყებს. ღსანიშნავია, რომ აუგუშტუს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 15 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო, გერმანიის ბუნდესლიგაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში – 3.
ცნობისათვის, რენატუ აუგუშტუ ლევერკუზენში 2008 წლიდან ასპარეზობს. მან გერმანული კლუბის მაისურით 102 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა. 2011 წლიდან, ნახევარმცველს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ.
|