ანდრეა სტრამაჩიონს, პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს დღეს, მეორე ტურის მატჩში "ჯუზეპე მეაცაზე" "რომას" წინააღმდეგ. "სტრამაჩიონის "ინტერმა" პირველი ტური, "პესკარა" დაამარცხა გასვლაზე 3-0 მშვენიერ განწყობაზეც არიან და სადებიუტო მატჩის მოგებითაც გაიხარა სტრამამ. საპირისპირო დანწყობაა "რომას" რუგებში, პირველ ტურში სტადიო "ოლიმპიკოზე" "კატანიას" 2-2 ზე დაუზავდა და დებიუტი ჩაუშხამა ასევე ახალ დანიშნულ ზდენეკ ზემანს.
მაგრამ მოდი ჩენ დავუბრუნდეთ "ინტერს". რა ხდება "ინტერში? ძირითადი შემადგენლობის მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი, ტრავმირებულია და ექიმები ჯერ არ აძლევენ ვარჯიშის დაწყების უფლებას და ამიტომ კარში კასტელაცი ჩადგება.
ნათელია, რომ კაპიტანი ძანეტი დაცვის მარჯვენა ფლანგზე იქნება, მარცხენაზე კი ნაგატომო ცდილობს ზირითადში ადგილის დამკვიდრებას, რომელიც ძალიან რთულია, რატომ? აი რას ამბობს სტრამა.: "პერეირამ მთელი კვირა ივარჯიშა ჩვენთან და ის მზად არის სათამაშოდ"... შესაძლებელია პერეირა ნახევარდაცვაშიც ათამაშოს სტრამამ, კამბიასომ ბოლო 5 მატჩში 5 ვე 9 წუთი ითამაშა და შეიძლება კამბიასოს დასვენების საშვალება მისცეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს კამბიასო სასტარტოსი არ იქნება.
გასარკვევია თავდასხმის საკითხიც, სტრამა რომელს შეუწყვილოს მილიტოს? პალასიო თუ კასანოს? ფიქრობენ, რომ სტრამას უნდა საქმეში ნახოს, პალაციო მილიტოს დუეტი. მაგრამ, პალაციომ ვასლუსთან ჩატარებულ მატჩში სრულიად ითამაშა და შეიძლება შედარებით დასვებეული კასანო შეუწყვილოს მილიტოს... აღსანიშნავი ისიც, რომ "ვასლუსთან" მატჩში, სტრამას პალაციო კასანოს დუეტის ხილვა უნდოდა და დააყენა კიდევაც ორივე სასტარტოში მაგრამ, კასანო კასტელაცის მიღებულ წიტელ ბარათს შეეწირა და შეცვლილი იქნა, პალაციომ კი იმედები გაუმართლა მთავარ მწვრთნელს და ერთი გოლი გაიტანა.
"ინტერი"-"რომას" ბოლოს საშინაო მატჩი, ნულოვანი ფრით დასრულდა.
|