რამდენიმე დღის წინ "ინტერმა" კვლავ ვერ ვოახერხა საკუთარ მოედანზე 3 ქულის მოპოვება (რუბინთან 2_2) და ზედიზედ ოთხი საშინაო მოუგებელი სერიის შემდეგ ტიფოზები ხელმძღვანელობა გაანაწყენა. ამ ლაფსუსის აღმოფხვრას სტრამაჩიონის კრებული ხვალ აპირებს და რამდენად გამოუვა ვნახოთ.
სტრამაჩიონისთვის ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ისევ ქულების დაკარგვის შემთხვევაში მორატი არ გაუშვებს მაგრამ საკმაოდ შეერყევა სკამი და ამიტომ ფეხბურთელები სტრამასთვის აპირებენ ხვალინდელი თამაშის მოგებას.
იტალიური მედია წერს რომ მილანურ გრანდებს საშინაო მატჩებში ოცნებად ექცათ 3 ქულაო და იმედია ამ "ოცნებას" ხვალ "ინტერი" აისრულებს.
სტრამამ განაცხადა დღეს, რომ "ინტერს" აშკარად აქვს მომატების პოტენციალი და ამას ხვალ დაინახავთო. ერთგვარი მუქარა გამოუვიდა ანდრეას.
სავარაუდო შემადგენლობა:
ინტერი: ჰანდანოვიჩი
- ძანეტი, ჟუანი, რანოკია, ნაგატომო- გუარინი, გარგანო, პერეირა- სნეიდერი , კასანო- მილიტო