ილანის "ინტერის” ლაზარეთს ანდრეა რანოკიაც შეუერთდა. 24-წლის მცველმა ვარჯიშზე მარჯვენა თეძო დაიშავა.
მედიკოსთა წინასწარი ვარაუდით, რანოკიას გამოჯანმრთელებას დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ "ინტერს” მეორე მცველი დუგლას მაიკონიც დაუშავდა.
რანოკიამ ტრავმის გამო სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ რვა მატჩის ჩატარება მოახერხა და ერთხელ გოლითაც გამოირჩა.