მილანის ინტერის ცენტრალურმა მცველმა, ვალტერ სამუელმა ტრავმა მიიღო. TMW-ს ცნობით, 33 წლის არგენტინელს ფეხი რომასთან იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში (0:4) დაუზიანდა. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ნერაძურის მცველი ნოვარასთან სერია A-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს. არგენტინელის დაბრუნება 22 თებერვალს, "მარსელთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ რომასთან დაპირისპირებაში, სამუელი მინდორზე პირველი ტაიმის შემდეგ აღარ გამოჩენილა. თამაშში მის ნაცვლად ივან კორდობა ჩაერთო.
ცნობისათვის, არგენტინელი ინტერში 2005 წლიდან ასპარეზობს. მან მილანელთა მაისურით 162 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა.
|