მორატი: მე მჯერა ინტერი შეძლებს კარგად თამაშს
მაიკონი: ინტერიდან" წასვლა არ მიფიქრია
კლაუდიო რანიერი რწმენას არ კარგავს
ზოფი: მილანური კლუბებიწინ წაიწევენ
ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა,რომ მიუხედავად ცუდი სტარტისა გუნდს ხაზი არ უნდა გადაუსვან
თუკი სერია ა–ს სატურნირო ცხრილს გადახედავ სასიამოვნო შეგრძნება არ დაგეუფლება,მაგრამ მე მჯერა, რომ ინტერი მალე კარგად ათამაშდება.
ცოტა ხნის წინ ბევრი რამ მოხდა – შევიცვალეთ მწვრთნელი,ამას მოჰყვა ნაპოლისთან საეჭვო მარცხი. მაგრამ უკან კი არ წინ უნდა ვიხედოთ. თამაშით ყველაფერს დავამტკიცებთ. ამჟამად 4 ქულით ინტერი მე– 17 ადგილზეა
ინტერის მცველმა დუგლას მაიკონმა უარყო ჭორები იმის შესახებ,რომ მას ინტერიდან წასვლა სურდა
ტყუილია,თითქოს ერთი წლის წინ ინტერიდან წასვლა მინდოდა. მილანში თავს კარგად ვგრძნობ,ეს ჭორი კი ერთერთმა აგენტმა გაავრცელა, რომლის კლიენტი მე არ ვარ.
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს გაავრცელოს ინფორმაცია ჩემ შესახებ რობერტო კალენდაა. ყველა ეს ჭორი საფუძველს მოკლებულია. მე ბევრს ვმუშაობ ვარჯიშებზე და მინდა დავეხმარო გუნდს. არსად წასვლას არ ვაპირებ...
ინტერი არის გუნდი,რომელსაც შეუძლია გამოვიდეს ნებისმიერი სიტუაციიდან. მე მჯერა,რომ ნერაძური" მალე ჩამოყალიბდება გუნდად,რომლის მსგავსი ევროპაში არ იქნება. მე მაინც ვფიქრობ რომ სკუდეტოს მოგების მთავარი ფავორიტები მილანი და ინტერი არიან, და არა იუვენტუსი და "ნაპოლი. ეს არ არის თამამი განცხადება, უბრალოდ მილანური გუნდები უკეთაა დაკომპლექტებული და მეტი გამოცდილება აქვთ ტიტულების მოგებისა.
დინო ძოფმა მილანური კლუბების ინტერისა და მილანის რთულ პერიოდზე ისაუბრა.
მილანი და ინტერი წაიწევენ წინ სატურნირო ცხრილში,მაგრამ ბევრი პრობლემა შეექმნებათ ცხრილის ზედა ნაწილში. რათქმაუნდა არ მგონია,რომ რომელიმე ჩემპიონი გახდება, მაგრამ ისინი ამისათვის ძალას არ დაიშურებენ.
|