ინტერი ჰალკით დაინტერესდა
კორდობა: მე მალე დავბრუნდები
რობერო ბაჯოსმ ლიცენზია აიღო
მუნტარის ინტერის დატოვება უნდა
ვერონმა წასვლა დეკემბრისთვის გადადო
პორტოს თავდასხმელი ჰალკით ლონდონის არსენალი–ს გარდა ინტერი–ც დაინტერესდა. სამუელ ეტოს გაყიდვის შემდეგ, ინტერის შეტევის ხაზი ვერ გამოიყურება სათანადოთ. ახლაწვეულები დიეგო ფორლანი და მაურო სარატე კი ფორმაში არ არიან და ვერ ანახებენ სათანადო თამაშს. ამიტომ ინტერმა გადაწყვიტა ახალი ფორვარდის შეეძენა, ის პორტოს ოფიციალრათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიმართავს, 25 წლის თავდასხმელის ფასი ჯერჯერობით უცნობია.–იტყობინება გაზეთი Tuttosport.
ინტერის 35 წლის კოლუბიელი მცველი ივან კორდობამ განაახლა ვარჯიშები. და იმედი აქვს რომ უახლოეს დღეებში ის მოედანზე დაბრუნდება. მე უკვე მოთმინებას ვკარგავ თუ როდის გავალ მოედანზე. მე მინდა დავეხმარო ინტერს. და მე მიზანთან ახლოს ვარ. მე უკვე ორი კვირა გუნდთან ერთად ვარჯიშობ, და ახლოვდება ის დღე როდესაც მოედანზე გავალ. ვითამაშებ თუ არა კატანიასთან ? არ ვიცი, ვნახოთ როგორ განვიტარდება სიტუაცია. –განაცხადა კორდობამ.
ლეგენდალურ იტალიალ ფეხბურთელს რობერტო ბაჯოს, მომავალი სეზონიდან შეუძლია გაწვრთნას რომელიმე გუნდი სერია ა–დან. გაზეთ La Repubblica ინფორმაციით, ორშაბათს რობერტო ბაჯო ჩააბარებს გამოცდებს, და აიღებს უეფა პროს ლიცენზიას, რომელიც უფლებას მიცემს გაცრთნას სერიას ა–ს გუნდები. ეხლა მას შეუძლია მხოლოდ ახალგაზრდული და მესამე დივზიონის გუნდები გაწვრთნას, ხოლო სერია ა და ბ–ში იყოს მწვრთნელის დამხმარე. ასევე რობერტო ბაჯოსთან ერთად გამოცდებს ჩააბარებს პალერმოს ამჟამინდელი მწვრთნელი დევიდ მანჯია და ყოფილი მისი თანაგუნდელი ემანუელე ფილიპინი.
ინტერის ნახევარმცველ სალი მუნტარის სურს რომ მალე დატოვოს გუნდი და სხვა გუნდში გადავიდეს.
"ჩვენ ზაფხულის სატრსანფერო ფანჯრის დროს ბევრი წინადადება მივიღეთ, მაგრამ ინტერმა არ გაუშვა ფეხბურთელი. მუნტარის ფეხბურთის თამაში სურს, მაგრამ ინტერმა ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც კი არ შეიყვანა. დადის ჭორები რომ მუნტარით ნაპოლია დაინტერესებული, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის არავის მოუმართავს. სალის ინგლისში თამაში ხიბლავს, მაგრამ თუ ნაპოლი მას მიმართავს წინადადებით მაშნ ის იტალიაში დარჩება."–განუცხად ფეხბურთელის აგენტმა Radiocrc.com.
საქვეყნოდ ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხუან სებასტიან ვერონმა ფეხბურთიდან წასვლა გადადო და იგი ბუცებს ლურსმანზე არა ოქტომბრის ბოლოს, არამედ დეკემბერში ჩამოკიდებს. დაახლოებით ერთი კვირის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერონი ფეხბურთიდან წასვლას 31 ოქტომბერს, რასინგთან გასამართი მატჩის შემდეგ აპირებდა, მაგრამ 36 წლის ფეხბურთელმა აპერტურას მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე მოცდა ამჯობინა. დეკემბრის შუა რიცხვებში, ვერონის ესტუდიანტესი უნიონ სანტა ფეს უმასპინძლებს და ეს მატჩი არგენტინელის კარიერაში ბოლო ოფიციალური შეხვედრა იქნება.
|