სნეიდერი: ჩემი მომავალი გუნდი არ ვიცი
კაპელო: არ ვაპირებ იტალიაში მუშაობას
ბაიერნი კივუს მიმართ ავლენს ინტერესებს
იტალიის სერია A-ს 23-ე ტური
ვესლი სნეიდერმა თავის მომავალზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ თვითონაც არ იცის რომელი იქნება მისი შემდეგი გუნდი.
მე ვერაფერს ვიტყვი ჩემ მომავალზე, არ ვიცი რომელ გუნდში გადავალ. შემოთავზებები მაქვს, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია სად წავალ. ის რომ "მანჩესტერი" დამიკავშირდა ეს სიცრუეა.
მინდა დავტოვო გუნდი როდესაც ამის საშუალება მექნება, მართალია ინტერში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, თუმცა მაინც მსურს სხვა მაისურის მორგება.
ამერიკიდან შემოთავაზებები მაქვს თუმცა არ მგონია გადავბარგდე სხვა კონტინენტზე. - განაცხადა ჰოლანდიელმა.
ინგლისის ნაკრების ყოფილი იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო აცხადებს, რომ მისი მომავალი არანაირად არ იქნება დაკავშირებული იტალიასთან.
მე არ გავქცეულვარ ინგლისიდან, წამოვედი რადგან მხარეებს შორის გაუგებრობა იყო.
ბედნიერი ვიყავი ინგლისის ნაკრებში მუშაობით, მაგრამ არსებობს სიტუაციები, როდესაც აცნობიერებ, რომ უმჯობესია წახვიდე.
ჩემო მომავალი? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიმუშავებ იტალიაში. წელს ვაპირებ მცირე პაუზის აღებას და დასვეენებას. - განაცხადა კაპელომ.
მილანის ''ინტერის'' მცველი კრისტიან კივუ მიუნხენის ''ბაიერნის'' ინტერესთა სფეროში მოხვდა. როგორც Football Italia იტყობინება, 31 წლის რუმინელი შესაძლოა დანიელ ვან ბუიტენის შემცვლელი გახდეს, რომელიც ზაფხულში გერმანიიდან აბარგებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ კივუს ''ნერაძურისთან'' კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასასრულს ეწურება, ამიტომაც იგი ''ბაიერნში'' შესაძლოა უფასოდაც გადავიდეს. ახალი ხელშეკრულება მილანურ გუნდს რუმინელთან ჯერ არ გაუფორმებია.
ინტერი – ნოვარა ინტერი – ტრავმირებულნი: გუარინი, სამუელი. დისკვალიფიცირებული: მაიკონი.
ნოვარა – ტრავმირებულნი: მარიანინი, მორიმოტო, ლუდი.
|