"იუვენტუსის" იურისტებმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების გათამაშებიდან "ინტერის" მოკვეთა მოთხოვეს.
ტურინული კლუბი კვლავაც ჯიქურად ესწრაფვის სკუდეტოს დაბრუნებას, რომელიც 2006 წელს მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, არ ჩამოართვას მილანის "ინტერს" ჩემპიონის ტიტული, რომელიც კლუბმა "იუვენტუსისა" და "მილანის" საჯარიმო სანქციებით დაისაკუთრა.
"Tuttosport-ის" ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იტალიის ოლიმპიური კომიტეტი "ინტერთან" დაკავშირებით საქმეს წამოიწყებს, მილანურ კლუბმა შესაძლოა "ფენერბახჩეს" ბედი გაიზიაროს. თურქული კლუბი, რომელიც გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისთვის ამხილეს, ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთა.
|