"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურში, "პალერმოსთან" (3:4) მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს.
"დასკვნების გამოტანა ყოველი მატჩის შემდეგ გვმართებს. დღეს ნათელი იყო, რომ გარკვეული პრობლემები გვაქვს და მათი აღმოფხვრა აუცილებელია. ამასთან, ჩვენ გუნდს კარგი შეტევითი პოტენციალი აქვს როგორც ძირითადის მოთამაშეებში, ისე სათადარიგოებში.
რაც შეეხება სარატეს ნაადრევად შეცვლას, მან ვერ შეძლო მინდორზე იმ ფიზიკური ფორმის ჩვენება, რასაც ვარჯიშებზე ავლენდა. გადაადგილებებისთვის არაა აუცილებელი, მიანც და მიანც ტაიმის მიწურულს დაველოდოთ, მით უმეტეს, როცა თადარიგში სნეიდერი გვყავს".
შეკითხვაზე, თუ რატომ დატოვა სათადარიგო სკამზე თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი, გასპერინიმ განაცხადა:
"ჩვენ პრობლემა თავდასხმაში არ გვქონია. მილიტო, სნეიდერი და ფორლანი კარგად ირჯებოდნენ. პაცინი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ამჯერად მას ალვარესი ვამჯობინე, რომელმაც შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ გუნდის თამაშს სიახლე შესძინა".
|