მილანის "ინტერის" გოლკიპერმა ჯულიო სეზარმა შესაძლოა ხვალინდელი მატჩი "ბოლონიას" წინააღმდეგ გამოტოვოს.
საქმე იმაშია, რომ გუშინდელ ვარჯიშზე "ნერაძურის" ბრაზილიერმა კიპერმა იდაყვის მცირე დაზიანება მიიღო.
ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ "ინტერის" ექიმები არ რისკავენ ძირითადი მეკარის ჯანმრთელობაზე, რადგან "ინტერს" რთული მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგაზე, "მარსელის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთან გაიმართება 22 თებერვალს.
|