"ინტერის" ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ იტალიის სერია ა-ს მეშვიდე ტურში "კატანიასთან" (1:2) განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ არავინ ელოდა მილანური გრანდის ასეთ ცუდ სტარტს.
"რა თქმა უნდა არავინ ელოდა "ინტერში", რომ სეზონს ასე ცუდად დავიწყებდით. ამ ეტაპზე რთულია დასკვნის გაკეთება. "ბოლონიასთან" და ცსკა-სთან მოვიგეთ, თუმცა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგით "კატანიასთან" მარცხის შემდეგ. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და მოვახერხოთ სიტუაციის გამოსწორება.", - განაცხადა კამბიასომ.
შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ტურის შემდეგ "ინტერი" იტალიის ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს.
|