მილანის "ინტერის” არგენტინელი ნახევარმცველი, ესტებან კამბიასო სინანულს გამოთქვამს სერია A-ს სასტარტო ტურში მარცხის გამო და აცხადებს, რომ "პალერმოსთან” წაგება გუნდის მთავარი მწვრეთნელის, ჯან პიერო გასპერინის ბრალი არაა.
"წაგება ძალიან უსიამოვნოა, განსაკუთრებით გათამაშების სტარტზე. პირველ ტურში მეტოქე ჩემი ასარჩევი რომ ყოფილიყო, ისეთ ფორმაში მყოფ გუნდს არ ავირჩევდი, როგორიც "პალერმოა”.
ვფიქრობ, რომ წაგებაში გასპერინის ბრალი არ მიუძღვის. მან გუნდი სეზონის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეკრიბა და ერთმანეთთან შეთამაშებაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს. გარდა ამისა, "პალერმომ” ძალიან კარგად ითამაშა” – ციტირებს კამბიასოს სიტყვებს "ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
|