კვირა, 22.12.2024, 22:30
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 14 » კასანო-მილიტომ როდრიგო პალასიო შეავიწროვეს
14:00
კასანო-მილიტომ როდრიგო პალასიო შეავიწროვეს

ბოლო დროს, ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დიდია შანსი, ზამთრის სატრანსაფერო პერიოდში 30 წლის როდრიგო პალასიო "ჯენოაში” დაბრუნდნეს.

არგენტინელის პოზიციები "ინტერში” შერყეულია, დღემდე გაურკვეველია, რა თვალით უყურებს მას ანდრეა სტრამაჩონი და ეს ხმებიც ამად გავრცელდა. ცეცხლზე კი ნავთი პალასიოს "ჯენოას” ბაზაზე სტუმრობამ დაასხა, რაც რა თქმა უნდა იტალიელ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ. 

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას გენუური გუნდის გულშემატრკივრები აღტაცებით შეხვდნენ, თუმცა ლუიჯი დე კანიომ მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა.

მოვუსმინოთ "ჯენოას” მთავარ მწვრთნელს:
"პალასიო მართლაც იყო ბაზაზე მოსული, მაგრამ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. არგენტინელმა წლების განმავლობაში იასპარეზა "ჯენოაში” და აქ უამრავი მეგობარი ჰყავს.

მისი ნახვა ჩვენც ძალიან გაგვიხარდა - ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა გარწმუნებთ, მის შესაძლო დაბრუნებაზე ლაპარაკი არც კი ყოფილა.

როდესაც ეს ხმები გავრცელდა, სპეციალურად დავუკავშირდი და სწორედ ამ თემაზე ჩამოვუგდე სიტყვა. მისი თქმით, დღეს მხოლოდ ტრავმის ბოლომდე მოშუშებასა და "ინტერში” თავის გამოჩენაზეა კონცენტრირებული. მითხრა, რომ "ჯენოაში” დაბრუნებასა და ზოგადად გუნდის გამოცვლაზე არცკი უფიქრია.

ასე რომ, მოდით ნუ ავივსებით უსაფუძვლო ოპტიმიზმით და ჩვენ საქმეებს მივხედოთ. პალასიო "ჯენოას” ლიდერი იყო, მაგრამ მის გარეშეც შეგვიძლია მაღალი მიზნების მიღწევა”.

იტალიელი ჟურნალისტები არ ცხრებიან და მაინც ამტკიცებენ, რომ ზამთარში პალასიოს გენუაში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ფაქტია, "ინტერში კასანო-მილიტოს ტანდემზე გააკეთეს აქცენტი, რამაც დიდია შანსი, პალასიოს არსებული რეალობის შეცვლისკენ უბიძგოს.
ნანახია: 651 | დაამატა: interista | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
1 nerazuri  
0
arada palacio dzaan magari foirvardia,travmis ro qonda magito vegar xvdeba dziritadshi..ar unda gaushvan

2 interelia  
0
ამას მისცემს შანსს სტრამა ისე არ დატოვებს... თუ ვერ გამოიყენა შანსი დარჩება ფორლანივით... იფრო ევროპა ლიგაზე მოუწევს ამას თამაში და კასანო მილიტო თუ დაგვემტვრება იმ შემთხვევაში სერია აში

3 tegiinter  
0
karig forvardia namdvilad da tramvebi ro qonda magito ar utamashia. axla kasano milito namdvilad dziritadis fexburtelebi arian tumca me3 tavdamsxmeli aucleblad chirdeba gunds minimum palacios donis..ase rom jobia darches gundshi:) ise milantan ra goli ver gaitana?:)

4 interista  
0
me mainteresebs es da casano rogori iqneba :) memgoni militom cota unda daisvenos, vegar qachavs ragac

5 cassano  
0
palasio ver shecvlis militos seria-ashi rame gautvaliswinebeli tu ar moxda ase rom evropis liga unda daipyro rodrigo!!!

xerman denisi minda rom moiyvanon militos shemcvlelad sadgac wavikitxe da neta martla gadmovides

6 nerazuri  
0
kai ra denisi...denis rodrigo palacio asi tavit jobia

7 interista  
0
ra denisi kaifobt to :D:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter