"სიენასთან" სამარცხვინო მარცხის შემდეგ "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონი ტაქტიკურ და წყობის შეცვლას აპირებს აცხადებს Gazzetta dello Sport_ი.
მაშ ასე რა სახის ცვლილებებს აპირებს სტრამა, ფოტოზეც კარგად ჩანს.
3 მცველით დაიწყებს "ინტერი" თამაშ, ძირითადს უბრუნდება კრისტიან კივუ და დაცის ცენტრს გააკონტროლებს, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს კი რანოკია და ჟუანი გაამაგრებენ.
ნახევარდაცვის ცენტრში კი გუარინი და კამბიასოს ვიხილავთ, რომელებსაც მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლა და შეტევის წამოწყება დაევალებათ. მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე კი ძანეტი და პერეირა იქნებიან გამწესებულნი, რომლებსაც სრული თავისუფლება ექნებათ თავიანთ ფლანგზე, მოუწევთ მცველების დახმარებაც და შეტევებში ჩართვაც.
სნეიდერი როემლიც ნახევარმცველებზე ოდნავ წინ იქნება გამწესებული უნდა უზრუნველყოს"ინტერის" შემტვების პასებით მომარაგება.
თავდასხმაში კი კასანო მილიტოს დუუეტი შეუტევს "კიევოს".
|