მილანის "ინტერის” ტრავმირებული მცველი კრისტიან კივუ ლაზარეთში კიდევ ერთ თვეს გაატარებს. ამის შესახებ Sky Italia იუწყება.
მოსალოდნელი იყო, რომ რუმინელი "სიენასთან” იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩისთვის მზად იქნებოდა, მაგრამ ექიმთა ვარაუდი არ გამართლა. "ნერაძურის” სამედიცინო შტაბი უკანახაზელის გამოჯანმრთელებას "კატანიასთან” მე-8 ტურის შეხვედრისთვის ელის. შეგახსენებთ, რომ კივუმ, რომელმაც მილანელებთან კონტრაქტი ზაფხულში გაახანგრძლივა, ფეხის ტრავმას მკურნალობს.
|