ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ განაცხადა, რომ "ლურჯების" ამჟამინდელმა თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა აუცილებლად უნდა მოიგოს ტიტული, რათა კლუბში მომავალ სეზონშიც დარჩეს.
"ვფიქრობ, "ჩელსიში" დასარჩენად მან ტიტული უნდა მოიგოს. მე იმიტომ გამათავისუფლეს, რომ ვერაფერი ვერ მოვიგე - კლუბში ეს წესი არ შეცვლილა. "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან" მატჩი ელის.
ინგლისელები ახლა საუკეთესო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არ არიან, "ნაპოლიმ" კი "მანჩესტერ სიტისთან" მატჩებში უკვე აჩვენა, რომ გრანდების დამარცხება შეუძლია.
იტალიელი ვარ და იმედი მაქვს, რომ "ნაპოლი" ძალიან კარგ თამაშს ჩაატარებს", - თქვა რანიერიმ.
|