"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "კატანიასთან" გასვლითი მატჩის წინ აღნიშნა, რომ გუნდმა ქულების მოგროვება უნდა დაიწყოს.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტის თქმით, ვინჩენცო მონტელას შეგირდებთან იოლი გასეირნება არ ელით.
"კატანიას" მოედანზე თამაში ძალიან რთულია. მიმდინარე სეზონში ისინი "იუვენტუსმაც" კი ვერ დაამარცხა. მიუხედავად ამისა, სამი ქულის აღებას ვგეგმავთ. დროა, ჩვენი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება დავიწყოთ", - თქვა რანიერიმ.
|