მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კალუდიო რანიერი ფიქრობს, რომ "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში მისი გუნდის წარუმატებელი სერია დასრულდება.
"ამჟამად "მარსელის" წინააღმდეგ გვიწევს თამაში და ვიცით, რომ შეგვიძლია სეზონის კარგად დასრულება, თუ გამარჯვებას მივაღწევთ.
ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გუნდის ნამდვილი ძალა მაშინ იჩენს თავს, როცა მოვლენები ცუდად ვითარდება. უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია რთულ დროს გავუმკლავდეთ", - თქვა რანიერიმ.
|