მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი, რომლის გუნდიც ბოლო ოთხი შეხვედრიდან ოთხივეში დამარცხდა, შესაძლოა ამ უქმეებზე თანამდებობიდან გაათავისუფლონ
სპეციალისტის ბედი "ნაპოლისთან" გასვლით მატჩზეა დამოკიდებული. თუ "ნერაძური" ზედიზედ მეხუთედ დამარცხდება, კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა, "მარსელთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩამდე უკიდურესი ზომები მიიღოს.
"ნაპოლის" და "ინტერის" შეხვედრა კვირას, 26 თებერვალს სტადიონ "სან პაოლოზეა" დანიშნული.
|