გუშინ "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში სტუმრად "ცსკა"–სთან გაიმარჯვა, ანგარიშით 2:3, გამარჯვების და თავის პირველი გოლი ახალ გუნდში გაიტანა არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო ზარატემ.
"ძალიან ღირსეულად ვითამაშეთ,გუნდმა კომბინაციური თამაში აჩვენა,მოენდანზე მყოფი ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად უგებდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს ხასიათის სიძლიერეა. ფეხბურთელები იბრძოდნენ და თავს არ ზოგავდნენ. ანგარიშის გახსნამ დამატებითი სტიმული შეგვძინა. პირველ შემთხვევაში საჯარიმოდან გავუშვით გოლი და მეორე შემთხვევაში ლუსიოს მცირე შეცდომა იყო. არ შემიძლია არ შევაქო მოწინააღდეგე გუნდი, მათ მებრძოლი ხასიათი აჩვენეს.
შაბათს "ნაპოლისთან" რთული მატჩი გველის. "ინტერს" შეუძლია თავისი სიტყვა თქვას როგორც იტალიაში,ასევე ევროპაში."
|