მილანის "ინტერის” მცველის, კრისტიან კივუს, აგენტმა, იოან ბეკალიმ,
რუმინელი მცველის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, კივუს მადრიდის
"რეალში” სურს კარიერის გაგრძელება.
"აიაქსი? – მე შემიძლია გითხრათ, რომ კრისტიანი კარიერას ევროპაში
გააგრძელებს, მაგრამ რომელ კლუბში, ეს ჯერ უცნობია. შესაძლოა, მისი
მომავალი გუნდი მადრიდის "რეალი” იყოს. კივუს გადაბირებას რამოდენიმე
ევროპული გრანდი ცდილობს. ვფიქრობ, კრისტიანი 5 წლის განმავლობაში კიდევ
შეძლებს მაღალ დონეზე თამაშს.”
"რაც შეეხება მადრიდის "რეალს” – ჟოზე მოურინიო კარგად იცნობს კივუს,
იცის მისი შესაძლებლობები და ამიტომ, კრისტიანის გადაბირების ყველაზე დიდი
შანსი სწორედ ესპანელებს აქვთ. გარდა ამისა, თვითონ ფეხბურთელსაც სურს
სამეფო კლუბში, ნაცნობი მწვრთნელის გვერდით თამაში.” – ციტირებს ბეკალის
სიტყვებს ESPN.