მილანის "ინტერის” ვეტერანმა მცველმა ივან კორდობამ მთავარი მწვრთნელი – კლაუდიო რანიერი დაიცვა. "ახლა "ინტერს” ცუდი პერიოდი უდგას, მაგრამ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ერთმანეთი გავამხნევოთ. გუნდი ვარჯიშებზე და თამაშებზე მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს. ფეხბურთელები რანიერის მხარში უდგანან. კლაუდიო ბრწყინვალე სპეციალისტია და ამას დაამტკიცებს. გვინდა დიდი გამარჯვებები ისევ მოვიპოვოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ”, - განუცხადა 35 წლის კოლუმბიელმა Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ 36 ქულით, "ინტერი” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა
|