ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი კოული სავარაუდოდ ზაფხულში კლუბს შეიცვლის. ბრიტანული მედიის ცნობით,"ჩელსის" პრეზიდენტს რომან აბრამოვიჩსა და ეშლი კოულს შორის უთანხმოებაა რის გამოც ფეხბურთელი გუნდს დატოვებს.ანდრე ვილაშ-ბოაშსა და კოულს შორის იდეალური მდგომარეობაა,მაგრამ გადამწყვეტი მაინც პრეზიდენტია,თანაც ამ გარემოებას კოულის ძირითადში არ თამაშიც ემატება.ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს,მაგრამ ყველა დარწმუნებულია,რომ ის გუნდს დატოვებს. იმ შემთხვევაში თუ ბრიტანელების ინფორმაცია მართალია,მაშინ ინგლისელისთვის ბრძოლა დაიწყო,ფეხბურთელით 2 ესპანური გრანდი "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდება,"ბარსას" მცველი ძალიან სჭირდება ამიტომაც ლურჯები კოულის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს.ფეხბურთელისთვის ასევე იბრძოლებს მილანის "ინტერი".