სახელი, ისტორია და ტრადიცია მაინც ბევრს ნიშნავს - როდესაც ერთმანეთის პირისპირ "ინტერი" და "რომა" დგანან, ძნელია, რომ ამ პაექრობას ცენტრალურის სტატუსი არ მიანიჭო.
"ნერაძურიმ" სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ მილანური გრანდი სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელები "კატანიას" დაუზავდნენ "სტადიო ოლიმპიკოზე" და ბუნებრივია, რომ ამ შედეგით სიცილიელები უფრო დარჩნენ კმაყოფილნი, ვიდრე მასპინძლები.
მოკლედ, ზდენეკ ზემანს თავისი "რომათი" ჯერ არ უამაყია და ამას "ინტერთან" თამაშის შემდეგ აპირებს.
მოვუსმინოთ ჩეხ სპეიალისტს: "დიდი იმედი მაქვს, რომ "ინტერთან" ისეთ "რომას" ვიხილავ, როგორიც მჯერა, რომ სეზონის სტარტისთვის მოვამზადე;
"კატანიასთან" უსახურად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, შეგირდებს ვესაუბრე და დამპირდნენ, რომ ამდენ შეცდომას აღარ გაიმეოირებენ.
ვნახოთ, "ინტერთან" თამაში იოლი არაა და საინტერესოა, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. მე მაინც მჯერა, რომ მილანური მატჩის შემდეგ, ჩემი გუნდით ამაყი ვიქნები".
"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, "რომა" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს, შეტევის წინა ხაზზე კი ერიკ ლამელა, მატია დესტრო და ფრანჩესკო ტოტი გაირჯებიან. ამ უკანასკნელს მიკრო-ტრავმა აქვს, მაგრამ კვირამდე გამოჯანმრთელება უნდა მოასწროს.
ზემანი გვპირდება, რომ "რომა" აუცილებლად შეუტევს - თუმცა, დაპირება რა საჭიროა, ზემანის გუნდები რომ უტევენ, ეს დიდი ხანია ვიცით...
ისევ "გაძეტას" დავესესხოთ და ვივარაუდოთ, რომ "ინტერი" 4-3-2-1 ტაქტიკით გაირჯება; შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოს ვიხილავთ, რომელსაც უკნიდან ვესლი სნეიდერი და როდრიგო პალასიო დაეხმარებიან. სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება ანტონიო კასანო, რომელიც პირველ შეხვედრაში სასტარტოში იყო.
ანდრეა სტრამაჩონი გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება: "ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ჩემი შეგირდები ზემოტოვირებულნი არიან;
გულშემატკივრებს ერთი ნამდვილად შემიძლია დავპირდე, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ და სამი ქულის მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
შევუტევთ ფლანგებიდან და ცენტრიდან, მთელი გუნდით, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
იმედია ამ ახალ რომას მოვუგებთ... მაგარი იმედია მაქვს სნეი, ფრედი,კოუს და მილიტოს იმედი მაქვს... აბა კამბიასო და ძანეტი ისედაც სტაბილურები არიან, ამათ თუ წაუვიდა თამაში, მაშინ მიზერული შასიც არ დარჩება რომას... წინა სეზონის 0-4 ძაღლის ნაკბენივით მახსოვს რომასგან