"ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი "ნოვარისთან” ჩატარებულ მატჩზე საუბრობს და უკმაყოფილებას გამოთქვამს საკუთარი გუნდის თამაშზე.
მოგეხსენებათ აღნიშნული მატჩი გუნდის კაპიტანისთვის საიუბილეო იყო, რადგანაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. სამწუხაროდ არგენტინელს სიხარული არ დასცალდა და მისი გუნდი 1:3 დამარცხა მეტოქესთან.
"გუნდი ძალიან მძიმე სიტუაციაშია. მხოლოდ ის ფაქტი მახარებს რომ სწორი გეზი გვაქვს არჩეული, მაგრამ ამის პრაქტიკაში გატარება ჯერ ვერ ხერხდება.
ვხედავ როგორ ცდილობს თითოეული გუნდის წევრი წინსვლას, განვითარებას, მაგრამ თითქოს თითონ გუნდი არ არის მწყობრში, არ მუშაობს როგორც ერთიანი მექანიზმი.
შემდეგი გამოცდა შაბათს გველის "ბოლონიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში. იმედი მაქვს გამოსწორდება სიტუაცია და მოვახერხებთ მობილიზებას წარმატების მისაღწევად”.
|