მოგეხსენებათ ,,რომას” ერთ–ერთმა კაპიტანმა დანიელე დე როსიმ ამ დღეებში 5 წლიანი ახალი კონტრაქტი გააფორმა და 6 მილიონ ევროს მიიღებს წლიურად. ამით ის ,,იუვენტუსის” მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა და მასთან ერთად ,,სერია ა”–ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი იტალიელი ფეხბურთელი გახდა. დე როსის თვით ტოტიზე მეტი ხელფასი ,,ეძლევა”. იტალიის ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ანაზღაურება კი იბრაჰიმოვიჩს აქვს.
ყველა იტალიური გუნდის ყველაზე დიდხელფასიან ფეხბურთელები: (მილიონ ევროებში)
ბრაჰიმოვიჩი დენისზე 9–ჯერ მეტს ღებულობს. ზლატანს 9 მილიონის გარდა 3 მილიონი ბონუსადაც ერგება (სულ 12). ,,ლეჩეს” ფორვარდ დანიელე კორვიას კი მხოლოდ 400 000 ევრო აქვს. პირლო 3.5 მლნ (არადა ,,მილანში” 7 მიიღო თავის ბოლო სეზონში) კიელინი/მარკიზიო 3 მლნ თუ მონტოლივო ,,მილანში” გადავიდა, ის 3.5 მლნ–ს მიიღებს, ბორიელოს კი ,,რომაში” 4 მილიონი ჰქონდა. სულ იტალიაში 129 ,,მილიონერი” ფეხბურთელია.
|