ლონდონის "ჩელსის” ამჟამინდელი თავკაცი, პორტუგალიელი სპეციალისტი ანდრე ვილაშ-ბოაში ზაფხულში მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის შეცვლის. ყოველ შემთხვევაში ასეთ ვარაუდს გამოთქვამს La Gazzetta dello Sport-ი. 34 წლის პორტუგალიელს ლონდონში საქმეები არცთუ კარგად მისდის და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში თუ არა, სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. უფრო ცუდადაა 60 წლის იტალიელის საქმე, რომელსაც "ინტერი” უბრალოდ თვალწინ ეშლება. მართალია, მასიმო მორატიმ რანიერის მხარდაჭერა გამოუცხადა, მაგრამ დიდი ალბათობით, კლაუდიო მილანურ კლუბში მხოლოდ ზაფხულამდე თუ დარჩება. ჰოდა ზაფხულში "ინტერის” სავარაუდო თავკაცად ვილაშ-ბოაში ცხადდება, თუმცა, საუბრები გვარდიოლაზე, ბლანზე, მაცარისა და გვიდოლინზეც მიდის, ასე რომ, აქ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
|