გამარჯვება ზედიზედ მე-2 გასვლით მატჩში იზეიმა "ინტერმა”, რომელიც B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. საფრანგეთის ჩემპიონთან, "ლილთან” გასვლაზე გამართულ მატჩში, მილანელებმა ანგარიში 21-ე წუთზე გახსნეს, როდესაც სარატეს გადაცემა პაცინიმ გოლად ეფექტური დარტყმით აქცია. შეხვედრის დარჩენილ დროში, დიდ უპირატესობას ფრანგები ფლობდნენ, მაგრამ "ინტერმა” სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მაინც მოახერხა.