მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში "ლილის" წინააღმდეგ. მატჩი სამშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:45 სტადიონ "ლილ მეტროპოლზე" გაიმართება.
მეკარეები: 1 ჯულიო სეზარი, 12 ლუკა კასტელაცი, 21 პაოლო ორლანდონი;
მცველები: 6 ლუსიო, 13 მაიკონი, 16 ლუკა კალდიროლა, 26 კრისტიან კივუ, 37 დავიდე ფარაონი, 42 ჯონათანი, 55 იუტო ნაგატომო;
ნახევარმცველები: 4 ხავიერ ძანეტი, 5 დეიან სტანკოვიჩი, 8 ტიაგო მოტა, 10 უესლი სნეიდერი, 11 რიკარდო ალვარესი, 19 ესტებან კამბიასო, 20 ჟოელ ობი, 48 ლორენცო კრიზეტიგი;
თავდამსხმელები: 7 ჯამპაოლო პაცინი, 22 დიეგო მილიტო, 28 მაურო ზარატე.
|