ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი სპორტული დირექტორის, ლუჩიანო მოჯის განცხადებით, მასიო მორატიმ პაცინის "მილანში" გაშვებით დიდი შეცდომა დაუშვა და ამ ტრანსფერის უარყოფით შედეგებს მომავალში მოიმკის.
შეგახსენებთ, მოჯის "კალჩოპოლოს" სკანდალის შემდეგ პოსტი დაატოვებინეს და იტალიურ ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშორეს.
"მორატიმ წარსულში დაშვებული შეცდომებიდან სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა. გაგახსენებთ, რომ თავის დროზე პირლო და ზეედორფი "მილანში" სწორედ "ინტერიდან" გადავიდნენ. გული მიგრძნობს, რომ პაცინის შემთხვევაშიც იგივე მოხდება".
მოჯი მშობლიურ კლუბსაც შეეხო და დასძინა, რომ "იუვეს" ხელმძღვანელობას ჯოვინკოში ამხელა თანხა არ უნდა გადაეხადა (11 მილიონი ევრო), რადგან იგი ნახევრად ისედაც "ბიანკონერის" ეკუთვნოდა.
|