ლუიშ ფილიპე მადეირა კაიერო ფიგუ 1972 წლის 4 ნოემბერს პორტუგალიაში, დაბა არმადაში დაიბადა. 20 წლიანი ლეგენდარული კარიერის მანძილზე ყველა დროის ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, სპორტინგში, ბარსელონაში, რეალსა და ინტერში ითამაშა და ოთხივე ამ გუნდის გულშემატკივარს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.პორტუგალიის ოქროს თაობის ლიდერმა კარიერა სამშობლოში, სპორტინგში დაიწყო და მასთან ერთად 1995 წელს ქვეყნის თასიც მოიგო. იქამდე კი იყო ორი ტრიუმფი ახალგაზრდულ ნაკრებებში, 16 წლამდელთა ევროპის და 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატებზე.
1995 წელს ფიგუ 2.25 მლნ ფუნტის სანაცვლოდ იოჰან კრუიფის ბარსელონაში გადადის, სადაც 5 დაივუწყარ სეზონს ატარებს, გააქვს 30 გოლი 172 შეხვედრაში, მოიგო როგორც შიდა, ეს ევროპული ტიტულები (პრიმერა – 1997–98, 1998–99, ესპანეთის თასი 1997, 1998, სუპერთასი 1996, ევროპის თასების მფლობელთა თასი 1997 და უეფას თასი 1997 წელს). კამპ ნოუზე ის ნამდვილი გმირი გახლდათ, რომელსაც ყველაფერს პატიობდნენ გარდა ერთისა და კატალონიელთა სამწუხაროდ, მოხდა სწორედ ის, რაც ვეღარასოდეს გამოსწორდებოდა, ფიგუ ბარსას მოსისხლე მტრის, მადრიდის რეალში გადავიდა, რომელიც გალაქტიკოდ სწორედ იმ პერიოდში ყალიბდებოდა.
ფლორენტინო პერესის გუნდში თამაშმა ფიგუს კატალონიელი ქომაგების სიძულვილი, მაგრამ უამრავი ტიტული მოუტანა.
პრიმერა: 2000-01, 2002-03 ესპანეთის სუპერთასი: 2001, 2003 ჩემპიონთა ლიგა: 2002 უეფას სუპერთასი: 2002 საკონტინეტთაშორისო თასი: 2002
ბარსელონას მსგავსაც. ფიგუ რეალშიც ზუსტად 5 წელიწადს დარჩა და 2005 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის ინტერში გადავიდა. ინტერი მაშინ ახალ გუნდად ყალიბდებოდა, რომელიც ახლა იტალიაში უპირველესია და ტიტულს ტიტულზე იგებს. 105 შეხვედრაში გატანილი 10 გოლის შემდეგ, 2009 წელს ფიგუ ფეხბურთიდან ოფიციალურად წავიდა და ჟოზე მაურინიოს ერთგვარი თანაშემწის ადგილი დაიკავა. მისი ღვაწლი ყველაზე უკეთ ალბათ ნერაძურიში დაფასდა და ეს ფიგუს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს. ინტერთან ერთად მან ოთხი (კალჩოპოლოს ჩათვლით) სკუდეტო (2005-06, 2006-07, 2007-08, 2008-09) ერთი იტალიის თასი და სამი სუპერთასი მოიგო.
ლუიშ ფიგუ პორტუგალიის ნაკრებში 1991–დან 2006 წლამდე ასპარეზობდა. 127 მატჩში მას 33 გოლი აქვს გატანილი და დიდი ხნის განმავლობაში, სრულიდან დამსახურებულად კაპიტნობდა კიდეც გუნდს. ერთადერთი რამ, რაც 2000 წლის ევროპის და 2001 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ოცნებად დარჩა, ნაკრებთა ერთად მოგებული ტიტულია, რუი კოშტას, პინტუს, ფიგუს და სხვა ვარსკვლავების თაობა ფეხბურთიდან სამწუხაროდ სანაკრებო მწვერვალის დაპყრობის გარეშე წავიდა…
|