იტალიური პრესის ცნობით, მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის გადადგომის შემთხვევაში, მის ადგილს ლუიშ ფიგუ დაიკავებს. ამჟამად, პორტუგალიელი "ნერაძურის” კომერციულ დეპარტამენტში კონსულტანტად მუშაობს.
"გაკვირვებული და ამავე დროს ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტთან მაკავშირებენ. როგორც ჩანს, "ინტერში” ჩემმა თამაშმა კარგი შთაბეჭდილებები დატოვა. მჯერა, რომ ახლანდელ მწვრთნელს ყველაფერი გამოუვა. გასპერინის წარმატებებს ვუსურვებ”, - განაცხადა 38 წლის ლუიშ ფიგუმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა სწორედ "ინტერში” დაასრულა. იგი იტალიაში 2005 წელს, მადრიდის "რეალიდან” გადავიდა და 2009 წლამდე ითამაშა.
|