მილანის ინტერის ცენტრალურმა მცველმა ლუსიომ ტურინის იუვენტუსის ჰოლანდიელ შემტევს ელჯერო ელიას სულელი უწოდა. ვეტერანი მცველის გაბრაზება ელიას მიერ თწიტტერ-ის საკუთარ გვერდზე გაკეთებულმა ჩანაწერმა გამოიწვია. სერია A-ს გასულ ტურში, ინტერი-რომას შეხვედრაში, ლუსიო სტუმართა ჰოლანდიელ მეკარეს მარტენ სტეკელენბურგს უხეშად ეთამაშა, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო. თანამემამულეს გამოეხმაურა ელჯერო ელია, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: ეს საშინელი ეპიზოდი ტელევიზორში ვნახე და ლუსიოზე ძალიან გავბრაზდი. ასე თამაში არ შეიძლება, რადგან შესაძლოა მეკარემ სერიოზული დაზიანება მიიღოს. ბრაზილიელს წითელი ბარათი უნდა მიეღო. ამ საქციელის შემდეგ, მას ვერ ვიტან. ლუსიომ იუვენტუსის შემტევს ტელეარხ Mediaset-ის ეთერიდან უპასუხა: იგი საკუთარ თავს ამგვარი რამის თქმის უფლებას მხოლოდ იმიტომ აძლევს, რომ იუვენტუსის ფეხბურთელია. მისი სიტყვები სრულიად უაზროა. სტეკელენბურგი მწყობრშია და მთავარი სწორედ ესაა. სიმართლე გითხრათ, სხვა ფეხბურთელის მიმართ ასეთ განცხადებას არასდროს გავაკეთებ. ელია უბრალოდ სულელია.
|