მილანი-ინტერი 0:1 (0:1) მილანი, "ჯუზეპე მეაცა”
მილანი (4-2-3-1): აბიატი, ბონერა (აბატე 50), მექსე, იეპესი, დე სილიო(რობინიო 57), დე იონგი, მონტოლივო, ემანუელსონი, ბოატენგი, ელ შაარავი (პაცინი 71), ბოიანი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, რანოკია, სამუელი, ჟუანი, ძანეტი, გარგანო, კამბიასო, ნაგატომო, კოუტინიო (გუარინი 46), მილიტო (პალასიო 71), კასანო (პერეირა 52).
მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი.
გოლი: 0:1 სამუელი (4).
გაფრთხილებები: ბოატენგი 11, მექსე 34, დე იონგი 38, პაცინი 82, მონტოლივო 85, იეპესი 88 - ნაგატომო 24, რანოკია 83. გაძევება: ნაგატომო 48. მსაჯი: პაოლო ვალერი. ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 14 (5)-6 (4), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 3-2, გაფრთხილებები- 5:4. სეივი: 3-5,ჯარიმა: 20-9.
ალბათ, ასეთი უფერული დერბი დელა მადონინა კალჩოს არ ახსოვს, "ინტერზე" რა გვეთქმის, ჯერჯერობით ვერაა იმ დონოეზე, რომ მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო გუნდი ვუწოდოტ მაგრამ ქულების აღებას ასეა თუ ისე ახერხებს და ლიდერებს "იუვენტუს" და ნაპოლის" "ლაციოსთან" ერთად არ აძლევენ მშვიდად ყოფნის საშვალებას.
ამ ზაფხულს უსაშველოდ დაუძლურებული "მილანი" კი რა ბედენაცაა, თავადაც მოგეხსენებათ და ამიტომ, "სან სიროზე" ფეერულ თამაშშა არავინ ელოდა.
შეხვედრა თანაბარი გამოდგა ვერ გეტყვით, მოვლენები როგორ განვითარდებოდა სწრაფი გოლი, რომ არ გასულიყო - "ინტერმა" ვალტერს სამუელის თავურით მეოთხე წუთზევე შეძლო დაწინაურება. გოლის გატანიდან ორ წუთში მილიტოს 100% შანსი მიეცა ანგარიშის გაორების მაგრამ ვერც თვითონ გაიტანა და არც კასანოს მისცა პასი, რომელსაც შეეძლო თავისუფლად მყოფ ს მეორე გოლი გაეტანა.
წესით ამ გოლს თამაში უნდა გაეხსნა მაგრამ პირიქით მოხდა. "მილანმა" თამაშის გახსნა ვერ გაბედა, ამის რესურსი არც მწვრთნელს ქონდა და არც ფეხბურთელებს.
"ინტერსაც" რა ენაღვლებოდა, მშვიდად ჩაჯდა დაცვაში და ისე ჩაამთავრა ტაიმი, მეტოქეს მომენტიც არ შეაქმნევინა.
მეორე ნახევარში ნომინალურ მასპინძლებს გაუმართლათ, რადგან მსაჯმა ხელით თამაშისთვის ნერიაძურის იუტო ნაგატომო გაუძევა და "მილანს" ამოცანა გაუადვილა, თითქოსდა გააქტიურდა კიდეც როსონერი, თითქოსდა მომენტებიც შექმნა მაგრამ დასკვიტ ფაზაში ვერ ვარგობდნენ და შეაბამისად გოიც ვერ გაიტანეს.
"ინტერის" ახალგაზრდა მწვრთნელს ანდრეა სტრამაჩიონს კი "მილანთან და მის მწვრთნელთან შეხვედრებში 100% შედეგი აქვს, ორი შეხვედრიდან ორივე მოგება.
ვალტერ სამუელი ერთადერთი ფეხბურთელია ვისი მონაწილეობითაც "ინტერმა" ათი დერბიდან ათივე მოიგო.
|