"ინტერის" მცველი მაიკონი გუნდის დატოვებას არ აპირებს.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ბრაზილიელ ფეხბურთელს "რეალში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ხოლო ახლა იტალიელი ჟურნალისტები მას "ანჟიში" ეტო'ოსთან უშვებენ.
"არასდროს მიფიქრია "ინტერიდან" წასვლაზე. ჟურნალისტები მუდმივად ავრცელებენ ინფორმაციას ჩემს შესახებ სხვა კლუბში გადასვლის თაობაზე, თუმცა ეს ყველაფერი უსაფუძვლო ჭორებია. მილანში ბედნიერი ვარ", - განაცხადა მაიკონმა.
|