მილანის "ინტერის” მცველი დუგლას მაიკონი უკმაყოფილოა იმით, რომ ბოლო სამ მატჩში "ნერიაძურიმ” მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა.
"თუ რაიმე პრეტენზია გვაქვს, დარჩენილ მატჩებში ქულების დაკარგვა აღარ
უნდა დავუშვათ. "რომასთან” მარცხის შემდეგ შესაბამისი დასკვნები
გამოვიტანეთ, მომავალში ასეთი შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს.
დიახ, მიმდინარე სეზონში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდოდა, თუმცა
კრიზისს თავს პირველად არ ვაღწევთ”, – მაიკონის სიტყვებს "ინტერის”
ოფიციალური საიტი ციტირებს.
ეს სიტყვები ბრაზილიელმა მცველმა "ნოვარას” წინააღმდეგ მატჩამდე თქვა,
"შავ-ლურჯებმა” კი ამჯერად "სან სიროზე” წააგეს (0:1). გავითვალისწინოთ
იცის, რომ სტუმრებმა ბოლო ათი წუთი რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს,
რადგან მსაჯმა მე-80 წუთზე რანდანოვიჩი გააძევა.