"ინტერის" მცველმა მაიკონმა იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურში "ატალანტას" (1:1) შეხვედრაში დაკარგული ქულების გამო მწუხარება გამოთქვა.
ბრაზილიელის თქმით, გუნდმა პირველ ტაიმში ბრწყინვალე ფეხბურთი ანახა.
"ჩვენი თამაშით კმაყოფილი დავრჩი, ასე უნდა გავაგრძელოთ. სამწუხაროა, რომ სამი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ. პირველ ტაიმში "ინტერმა" მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ ზუსტად პირველ ნახევარში გაგვიტანეს.
შესვენების შემდეგ, მოსაგებად ძალა არ გვეყო. "იუვენტუსი" ლიდერობს, მაგრამ შევეცდებით ტურინელები დავამარცხოთ და ცხრილში სხვაობა შევამციროთ", - განაცხადა მაიკონმა.
|