მილანის "ინტერის” ბრაზილიელმა მცველმა დუგლას მაიკონმა ტრავმა მიიღო.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპზე "მარსელის” წინააღმდეგ მატჩში 30-წლის ფეხბურთელმა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა.
პირველ მატჩში მაიკონი იუტო ნაგატომომ შეცვალა. დღევანდელი სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელის თამაში "მარსელთან” "სან სიროზე” კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ავტორი: ბექა დოგრაშვილი