ესპანური მალაგა მზადაა კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს. ამჯერად ანდალუსიურ კლუბს ინტერის ჰოლანდიელი ვარსკვლავის, უესლი სნეიდერის შეძენა სურს – იტყობინება ცნობილი იტალიელი სატრანსფერო კონსულტანტი ერნესტო ბრონძეტი.
"ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც რესტორნების ქსელს ფლობს, გაიგო რომ მალაგა სნეიდერში 35 მილიონს იხდის. მან მითხრა რომ დღეს მის რესტორანში ესპანური მხარის წარმომადგენლები და ფეხბურთელის აგენტი შეხვდებიან.” – აკეთებს ბრონძეტის სიტყვების ციტირებას Sky Sport24.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელის შეძენა ასევე მანჩესტერ იუნაიტედს სურს. წითელი ეშმაკუნები მზად არიან ფეხბურთელში 38 მილიონი გადაიხადონ.
|