"მალაგას" ხელმძღვანელობის თვალდახედვის არეშია მოქცეული "ინტერის" არგენტინელი ნახევარმცველი რიკი ალვარესი.
წინასწარი ინფორამციით, მალაგას მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი დიდი ხანია აკვირდება ალვარესს და დიდი იმედი აქვს, რომ ამ ზამთარს დაიმატებს".
ალვარესი "ინტერში" 2011 წლის ზაფხულში გადმოვიდა არგენტინული "ველეს სარსფილდიდან" და მილანურ კლუბს 11 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელმაც "ნერიაძურის" შემადგენლობაში ჩაატარა 24 მატჩი და გაიტანა 2 გოლი.
როგორც ჩანს არც "ინტერია" ფეხბურთელის გასხვისებაზე უარს, მიზეზი კი რიკის ხშირი ტრავმიანობაა და 14 მილიონი ევრო დაადო ფასი.
|