ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტები "ტორინოსა” და "ინტერის” მატჩს (0:2) დაესწრნენ, რათა მათთვის საინტერესო ორი ფეხბურთელი საქმეში ეხილათ – Football Italia-ს ცნობით, საუბარია ანჯელო ოგბონასა და ანდრეა რანოკიაზე. მოგეხსენებათ, პირველი მათგანი "ტორინოს” ღირსებას იცავს, მეორე – "ინტერის”. საგულისხმოა, რომ ორივე ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
"წითელ ეშმაკებს” ორივე ფეხბურთელის გადაბირება სურთ თუ ერთ-ერთ მათგანს აირჩევენ, უცნობია. ჯერჯერობით, ინგლისელები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
|