სტივ მანდანდამ OM-ს ოფიციალურ საიტზე მცირე ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. ფრანგული კლუბის მეკარე და კაპიტანი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერის" წინააღმდეგ მისი გუნდი დადებით შედეგს მიაღწევს.
სტივ რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი მეტოქე მილანის "ინტერია"?
"პირველ რიგში გავიფიქრე, რომ "ინტერი" ერთ–ერთი უდიდესი კლუბია ევროპაში, რომელმაც 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მას დიდი გამოცდილება, შესანიშნავი ისტორია და ბრწყინვალე ფეხბურთელები ყავს. რა თქმა უნდა მე მიხარია, რომ საქმე არ გვაქვს ორ უძლიერეს კლუბთან "ბარსელონა","რეალთან", მაგრამ "ინტერიც" შესანიშნავი გუნდია".
"მარსელმა" და "ინტერმა" ძალიან მსგავსად დაიწყეს სეზონი, – მძიმედ და ნელა, ხოლო შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში ჩადგნენ. მაგრამ "მარსელთან" შედარებით, "ინტერი" თითქოს ისევ კრიზისშია...
"დიახ, ეს სიმართლეა, ჩემპიონატში მძიმე დაწყება გვქონდა, მაგრამ შემდეგ ჩვენ მივაღწიეთ შესანიშნავ შედეგს, მაგრამ მე მეშინია, რომ ოთხშაბათს ყველაფერი სხვაგვარად იქნება. თუ "ინტერს" სურს შეწყვითოს თავისი წარუმატებლობა სერია ა–ში მაშინ ის შეეცდება კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე გადაიტანოს. ეს კონკურენციაა, რომელსაც განსაკუთრებული გემო აქვს".
OMtv–ზე ჟოზე ანიგომ თქვა, რომ თქვენ შეგიძლიათ "ინტერს" გაცდეთ, კლაუდიო რანიერის გუნდის ზეწოლის ხარჯზე.
"ის მართალია, თუ ჩვენ 100% დამაჯერებლად ვაჩვენებთ ჩვენ თამაშს, შევძლებთ "ინტერს" წინააღმდეგობა გავუწიოთ. "ნერაძური" ფავორიტად რჩება, რადგან მათ აქვთ დიდი გამოცდილება, მაგრამ ჩვენც გვაქვს კარგი შანსები"!
მრავალი წლის შემდეგ, "ოლიმპიკი" ამ ტურნირში შესანიშნავ დონეს აჩვენებს.
"შარშან ჩვენ ვერ შევძელით "მანჩესტერ იუნაიტედის" გამოგდება, მაგრამ ამ სეზონში ისინი უკვე გამოვარდნენ. ჩვენ გვაქვს შანსი 1/4 ფინალში გასვლის, ჩვენ შევეცდებით ოთხშაბათს გამართული მატჩის მოგებას".
კლაუდიო რანიერი ტიაგო მოტას გაშვებაზე ჩივის, ამბობს, რომ გუნდში პრობლემები სწორედ იტალობრაზილიელის გაშვების შემდეგ დაიწყო.
"ყველაფერი ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული, თუნდაც ის გუნდის ძირითადი ფიგურა ყოფილიყოს. "ინტერს" ყავს ბევრი შემსრულებელი ფეხბურთელი, რომლებსაც ტიაგო მოტას შეცვლა შეუძლიათ".
|