კვირა, 22.12.2024, 22:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მარსელი-ინტერი 23:45
19:14
მარსელი-ინტერი 23:45



ბოლო დროს "ინტერის" საშინაო მატჩების დროს "ჯუზეპე მეაცაზე" ხმაური მხოლოდ საფინალო სასტვენის შემდეგ იწყება ხოლმე და უკიდურესად ნეგატიურია, რადგან "ნერაძურის" ტიფოზები უსტვენენ, ილანძღებიან და თავიანთ გმირს, ჟოზე მოურინიოს უხმობენ. მიზეზი: "ინტერი" თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უარეს სეზონს ატარებს.

მარსელის "ოლიმპიკთან" უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩის წინ კლაუდიო რანიერიმ აღიარა, რომ ზედიზედ შვიდი მოგებით დაწყება კარგი იყო, მაგრამ ახლა გუნდი ისევ არეულია. ეს ძალიან რბილი ნათქვამია, რადგან "ნოვარასთან" და "ბოლონიასთან" განცდილი კრახები გაცილებით უარესზე მეტყველებს და იტალიელი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ თუ წარუმატებლობათა სერია "მარსელთანაც" გაგრძელდება, მასიმო მორატი რანიერის იქვე გაუშვებს, საიდანაც მოიყვანა. თუმცა კლაუდიოს სჯერა, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება:

"დაკარგული ჯერ კიდევ არაფერია. "მარსელი" უნდა გავაგდოთ და სეზონი უნდა გადავარჩინოთ", - თქვა მან მატჩის წინ.

ჩემპიონთა ლიგა და შესაბამისად, დღევანდელი მატჩიც, "ინტერისთვის" ამ სეზონის ტიტულით დასრულების უკანასკნელი შანსია, რადგან ნერაძური იტალიის თასიდან გავარდნილია, ჩემპიონატში კი უკვე ათი წაგება აქვს და ლიდერ "მილანს" 14 ქულით ჩამორჩება, რაც 1946/47 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია.
სხვათა შორის, ეს სეზონი "მარსელმაც" საშინლად დაიწყო, მაგრამ მერე დიდიე დეშამის შეგირდებმა შესანიშნავი სერია "გამოაცხვეს": ველოდრომელებს საფრანგეთის ჩემპიონატში 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "ინტერთან" საშინაო მატჩში პოზიტიური შედეგი დავაფიქსიროთ," - ეს დეშამის სიტყვებია, რომელიც დღეს თავის ტოპ-თავდამსხმელ ლოიკ რემის (9 გოლი საფრანგეთის პირველობაზე, 2 - ჩემპიონთა ლიგაში) ტრავმის გამო ვერ გამოიყენებს.

სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, მორელი - კაბორე, შეირუ - ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ - ბრანდაო.
ინტერი (4-4-1-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგატომო - ხ. ძანეტი, პალომბო, კამბიასო, პოლი - სნეიდერი - დ. მილიტო.
არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)
ნანახია: 588 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter