მილანის "ინტერისა” და ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველმა დუგლას მაიკონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში მარსელის "ოლიმპიკის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ მაიკონმა "ოლიმპიკის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში მყესი დაიზიანა და შესაცვლელი შეიქნა, პარასკევის სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელმა შესაძლოა კიდევ 2 კვირა იუქმოს.