"ინტერის" და იტალიის ნაკრების ყოფილ მცველს მარკო მატერაცის, რომელმაც ივნისში "ნერაძურისთან" კონტრაქტი გაწყვიტა, ფეხბურთი მოენატრა.
"სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთ სეზონს სიამოვნებით ვითამაშებდი. მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოვხვდებოდი, კლუბის დატოვება გადავწყვიტე. ამასთან, "ინტერის" და მისი ხელმძღვანელობის მიმართ გულში არანაირი ხინჯი არ დამრჩენია. ამ კლუბმა ძალიან ბევრი მომცა", - თქვა მატერაციმ.
იტალიელი მცველი "ინტერს" უახლოეს ხანში შესაძლოა სპორტული დირექტორის პიერო აუსილიოს შემცვლელად დაუბრუნდეს.
|