ინტერის" შეფასება იმით თუ როგორ თამაშობს ეს კლუბი სერია A–ში, როდის წააგო და როდის მოიგო, არაფრით არ შეიძლება. "ნერიაძური" ევროასპარეზზე სულ სხვა კლუბია. ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დღესაც ბევრ პრობლემას შეგვიქმნიან. ამასთან, ამ კლუბის მთავარი კოზირი ისაა, რომ შინაც და სტუმრადაც თანაბარი წარმატებით თამაშობს. ასე რომ, ამ მატჩში "მარსელის" ფავორიტობაზე საუბარი ცოტათი ზედმეტია" – განაცხადა დიდიე დეშამმა.
|